5-18 აგვისტოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში, ჩატარდა საერთაშორისო გაცვლითი სემინარი ,,Netzwerk Ost-West''.
წლევანდელი სემინარის თემას წარმოადგენდა „შრომითი ურთიერთობები და სისხლის სამართალი“.
სემინარის ფარგლებში განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა: სამუშაო ადგილზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტები; სამუშაო ადგილის ვიდეომონიტორინგი; ადამიანით ვაჭრობა და იძულებითი შრომა; ბავშვთა შრომა; თაღლითობა და მითვისება სამუშაო ადგილზე; იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა; მხილების ინსტიტუტი; შრომის უსაფრთხოება; მინიმალური ხელფასის რეგულირება.
თსუ-ის სტუდენტებმა სამეცნიერო ხელმძღვანელების მხარდაჭერით, გერმანულ ენაზე შეასრულეს წერილობითი ნაშრომები და შემდგომ, წარადგინეს მოხსენებები გერმანელ სტუდენტებთან ერთად თბილისსა და ბერლინში.
ქართული მხრიდან პროექტს სამეცნიერო ხელმძღვანელობას უწევდნენ თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის აკადემიური ასისტენტი მარიკა ტურავა და მოწვეული ლექტორი თამარ შავგულიძე.